რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი დანაკარგების შემდეგ სამხედროების რაოდენობას ზრდის

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინაში შეჭრისგან მიღებული ზარალის დასაკომპენსირებლად, 2012 წლიდან სამხედრო მსახურებიდან გათავისუფლებული პერსონალის ხარჯზე ჯარების რაოდენობის გაზრდას ცდილობს.

ასევე, რუსი სამხედროები ძალების მობილიზებას მოლდოვის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონიდან ახდენენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები