ევროკავშირი და საქართველო

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

Tai Dundua / Shutterstock

11-13 აპრილს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრები საქართველოს ეწვევიან.

ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მუშაობას.  

ორშაბათს, 11 აპრილს, 18:30, დელეგაცია გამართავს პრესკონფერენციას სასტუმრო მერიოტ თბილისში.  

დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოში ევროკავშირს ელჩს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს. ასევე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისებს მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდება მისიის მუშაობას გამყოფი ხაზის გასწვრივ.

დელეგაციის წევრები არიან: 

  • ლუკას მანდლი, დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის ხალხთა პარტია(EPP)/ავსტრია; 
     
  • იოზას ოლეკასი,სოციალისტები და დემოკრატები(S &D)/ლიტვა 
  • ელენა იონჩევა, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) /ბულგარეთი
  • ლარს პატრიკ ბერგი (Lars Patrick BERG), ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR)/გერმანია

კომენტარები