რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე: რუსულ ტვირთს ნახევარი მსოფლიო ატარებს, ისევე ვაკონტროლებთ, როგორც სხვები

ზუსტად იგივე ნაბიჯებს [გადავდგამთ], რასაც ვდგამთ ხოლმე, როდესაც სხვა ტიპის Fake-ინფორმაცია ვრცელდება. როდესაც Fake ვრცელდება, Fake-ს უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება, გადაიდგას.

მტკიცებულება, შეიძლება, წარადგინო იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ, ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს ატარებს ნახევარი მსოფლიო დღეს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

კომენტარები