რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიაში 9 მაისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა

ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 9 მაისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდება. 

როგორც კანონში წერია, ამ დღეს გლოვის ნიშნად, სახელმწიფო შენობებზე ლატვიის დაშვებულ დროშასთან ერთად უკრაინის დროშებიც განთავსდება.

ამასთან, აკრძალული იქნება საჯარო გასართობი ან სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა და პიროტექნიკის გამოყენება.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კანონის მიზანი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიაზე ყურადღების გამახვილება და უკრაინელი ხალხის მიმართ სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში სოლიდარობის გამოხატვაა.

კომენტარები