რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჟივიცკი: სუმის ოლქის ტერიტორია რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა

სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი ჟივიცკის თქმით, სუმის ოლქის ტერიტორია რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.

"ოლქის ტერიტორია ორკებისგან თავისუფალია. თუ გესმით აფეთქებების ხმა (და ძალიან ბევრია ბოლო დღეებში) – მაშველები და გამნაღმველები მუშაობენ. ისინი ანეიტრალებენ საბრძოლო მასალას, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩვენს მიწაზე დატოვეს". - წერს ჟივიცკი.

მისი თქმით, ოლქი ჯერჯერობით უსაფრთხო არ არის, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაღმულია. 

"არ გადახვიდეთ გზის პირზე და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ მანქანებს ან ორკების ბანაკებს! ვიცი, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ დასუფთავების დრო ჯერ არ არის. ჯერ [ნაღმებისგან] გაწმენდა," - წერს ჟივიცკი.

კომენტარები