რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი რუსულ მსხვილ კომპანიებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი
Wikipedia

7 აპრილს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.

"დღეს ხაზინამ რუსეთის ძირითად სახელმწიფო საწარმოებს სანქციები დაუწესა. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლისთვის აქტივებზე, რესურსებსა და ეკონომიკის სექტორებზე წვდომის შეზღუდვას, რომელიც აუცილებელია პუტინის სისასტიკის დაფინანსებისთვის". - წერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი Twitter-ზე.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა  სანქციები რუსეთის სახელმწიფო საწარმოსა და მსოფლიოში უმსხვილეს ალმასის მწარმოებელ კომპანიას, Alrosa-ს დაუწესა.

სანქციები ასევე შეეხება გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციას, USC-ს,  მის შვილობილ კომპანიებსა და საბჭოს წევრებს. USC არის რუსული კომპანია, რომელიც რუსული სამხედრო ხომალდების უმეტესობას აშენებს.

კომენტარები