რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: აუცილებელია Nord Stream II-ის გაზსადენის დემონტაჟი

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ეფექტიანობა ეჭვქვეშ დააყენა. ის ასევე დაეთანხმა პოლონეთის პრემიერ მინისტრის, მორავიეცკის სიტყვებს: "ჰიტლერს არავინ ელაპარაკებოდა".

ამის ნაცვლად, ანდჟეი დუდამ ევროპელ ლიდერებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მან ასევე Nord Stream II-ის გაზსადენის დემონტაჟი მოითხოვა.

Nord Stream II-ის გაზსადენი რუსეთიდან, უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიას ბუნებრივ აირს აწვდის.

"ენერგორესურსების საშუალებით, რუსეთი არამხოლოდ გერმანიას, არამედ ფაქტობრივად მთელ ევროპას აშანტაჟებს". - ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა 4 აპრილს აღიარა, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის Nord Stream II-ის გაზსადენის პროექტი შეცდომა იყო.

"ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რომელთა შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმაც გაგვაფრთხილეს". - აღნიშნავს გერმანიის პრეზიდენტი.

კომენტარები