რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე დიმიტრი: მტანჯველი თავს ერთმორწმუნეს უწოდებს და ხოცვით, სისხლისღვრით არის დაკავებული

რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრით არის დაკავებული. მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, გენერალს გადასცემს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს, ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია სწორედ ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვის არის. ესეც ერთგვარი მინიშნება იყო, ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ უკრაინაში, მათ ფიცი აქვთ დადებული და ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახერხებთო. 

საოცარი და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება მისი იურისდიქციის ქვეშ არის, ან, შეიძლება, იყო კიდეც. მე ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან, თითქმის, ყოველდღიური - მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ეს იყო გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებულიო. მე მივმართავ მას - რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება?!

ამბობს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი რუსეთის პატრიარქ კირილზე საუბრისას.

კომენტარები