რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში ჩაატარეს ოპერაცია, რაც ბელარუსის უსაფრთხოებამაც ვერ შეამჩნია

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მათ უკრაინაში ჩაატარეს ბელარუსის რამდენიმე მოქალაქის დახსნის სპეცოპერაცია, რომლის ჩატარებაც უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმაც კი ვერ შეამჩნიეს. ამის სესახებ მან უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს ბრალდებით, უკრაინელებს დატყვევებული ჰყავდათ ბელარუსის მოქალაქეები. 

"საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ნაძირლებმა დაიწყეს ჩვენი ხალხის დაჭერა, პირველ რიგში მანქანის მძღოლების, რომლებიც მაშინ იქ (უკრაინაში) მოხვდნენ. ხელში ჩაიგდეს ჩვენი 1 500 ვაგონი და ავტომობილები და, მგონი, ასამდე ჩვენი ბიჭი, რომლებიც ამ ვაგონებს მართავდნენ. მე უკრაინელებს ვაფრთხილებდი, რომ იძულებულები ვიქნებოდით ჩაგვეტარებინა ოპერაცია ამ ხალხის გასათავისუფლებლად. ჩვენ ასეთი სპეცოპერაცია ჩავატარეთ და ჩვენი ხალხი გავათავისუფლეთ". – ამბობს ლუკაშენკო.

ლუკაშენკომ უსაფრთხოების კომიტეტს მიმართა, რომ ისე "ბრწყინვალედ ჩაატარეს" სპეცოპერაცია, რომ საბჭოს წევრებმაც კი ვერ შენიშნეს. 

"ბრწყინვალედ ჩავატარეთ. თქვენც კი ვერ შეამჩნიეთ. თუ სადმე დაგვრჩება ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ადამიანი, მკაცრად უნდა დავაყენოთ პირობები, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ უკვე სხვანაირ პასუხს გავცემთ. ისინი ბევრს რისკავენ... იძულებული ვიყავით გვეპასუხა". – თქვა ლუკაშენკომ.

გასულ თვეში ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას აპირებდა და ეს მოხდებოდა კიდეც, რუსეთს მოქმედებები რომ არ დაეწყო. 

კომენტარები