რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას Switchblade-ის დრონებს გადასცემს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. 

ოსტინის ცნობით, უკრაინაში Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს.

Switchblade-ი მსუბუქი დრონია, რომელსაც ჰაერში გაჩერება 30 წუთით შეუძლია. დრონს ხმელეთზე მყოფი ოპერატორი აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს, არჩევს სამიზნეს. დრონს ჭურვივით უშვებენ, სპეციალური აპარატიდან, რომელიც ყუმბარმტყორცნის მსგავსია. საფრენი აპარატი GPS-ის სისტემითაა აღჭურვილი. როდესაც ოპერატორი სამიზნეს არჩევს, დრონი მას ეჯახება და ფეთქდება. 

დრონები თავდაპირველად ბრძოლის ველზე ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებმა გამოცადეს. საფრენი აპარატებით მალევე შეაიარაღეს აშშ-ს არმია და საზღვაო-სახმელეთო ძალები. 

კომენტარები