უნგრეთის არჩევნები

EU უნგრეთში ანტიდემოკრატიული საფრთხეების ფონზე, ქვეყანაში სახსრების შემცირებას გეგმავს

ევროკავშირმა ლიბერალური დემოკრატიული უფლებების შელახვის მოტივით, უნგრეთის წინააღმდეგ ახალი დისციპლინური პროცედურის შემუშავება დაიწყო, რამაც უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის დაფინანსების გაყინვა და ქვეყნის სახსრების შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ პრობლემა კორუფციაშია. ახლა ფორმალური შეტყობინების წერილს გამომიგზავნით, რათა შევძლოთ პირობითი მექანიზმის ამუშავება". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლესი მონაცემებით, უნგრული ფორინტი გაუფასურდა. ამის მიზეზი კი, უნგრეთის ევროკავშირის ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებული გაუგებრობაა.

ევროკავშირი თავის ახალ ინსტრუმენტს, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის სახსრების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი, პირველად გამოცდის უნგრეთის წინააღმდეგ.

კომენტარები