რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი გაეროს: ისინი არაფრით განსხვავდებიან ტერორისტებისგან

რუსეთის სახით საქმე გვაქვს ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს სიკვდილის უფლებად აქცევს. მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება ტერორისტების ქმედებებისგან, მხოლოდ იმით, რომ რუსეთი გაეროს საბჭოს წევრია. ეს გლობალური უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას ძირს უთხრის. ეს მათ დაუსჯელს ტოვებს, სწორედ ამიტომ, ისინი ანადგურებენ რაც შეუძლიათ, ყველაფერს. ჩამოართვით რუსეთს საბჭოს წევრის სტატუსი, როგორც აგრესორსა და ომის წამომწყდებს, რათა მან საკუთარ აგრესიასთან, ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დაბლოკვა ვეღარ შეძლოს. 

სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერომ უნდა მოგვცეს? რუსეთის ქმედებები უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა დროის ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებია. ისინი განზრახ აფეთქებენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები საჰაერო თავდასხმებს თავს აფარებენ. ისინი შეგნებულად ქმნიან დროებით პირობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს. 

ბუჩას ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც რუსული ძალები უკრაინაში ბოლო 41 დღის განმავლობაში აკეთებდნენ.

გეოგრაფიული არეალი შესაძლოა მრავალგვარი და განსხვავებული იყოს, მაგრამ ის, რაც ერთგვარია, რუსეთის სისასტიკეა. იგივეა ჩადენილი დანაშაულებიც და პასუხისმგებლობაც უნდა იყოს გარდაუვალი.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები