რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკში ოკუპანტებმა აზოტის მჟავის რეზერვუარს ცეცხლი გაუხსნეს – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში რუსმა ოკუპანტებმა აზოტის მჟაის ავზს ესროლეს. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.  

გაიდაი მოსხლეობას აფრთხილებს, გარეთ არ გამოვიდნენ და, თუ შეუძლიათ, სახლის კარი და ფანჯრები დახურონ.  

"ეს სითხე საკმაოდ ტოქსიკურია, ჩვენ არ ვიცით, სად წავა ღრუბელი. თვალს ვადევნებთ ქარს და ველოდებით წვიმას. უნდა აღინიშნოს, რომ ახლა ქარი რუსეთის ფედერაციისკენ უბერავს და რუსებს თავიანთი ჯარის ღვაწლის შეგრძნება შეუძლიათ, თუმცა გზად უამრავი უკრაინული სოფელი და ქალაქია". - ამბობს გაიდაი.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები