ქართული ოცნება

დვალი: ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არაა, ესაა რუსეთიდან პირდაპირ მართვადი მთავრობა

დღეს ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არაა, ჩვენი მთავრობა არის რუსეთიდან პირდაპირ მართვადი. ყველაზე ცუდი ფორმით მართვადია რუსეთიდან. ესაა გამოკვეთილი სურათი. საქართველოში შეუძლებელია ამას არ გრძნობდეს ზურგის ტვინით ნებისმიერი მოქალქე, ეს შეუძლებელია.

სინდისგარეცხილი მთავრობაა... სინდისს არ ვხმარობ, როგორც ემოციურ კატეგორიას. ესაა მეცნიერული კატეგორია, ანუ ეს არის სინდისგარეცხილი მთავრობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

პირველი კითხვა, რაც შეიძლება მოქალაქეს დაებადოს - როგორ შეიძლება, ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ზურგის ტვინით, რომ აშკარად სადღაც არასწორად მიგვათრევენ და როგორ შეიძლება ამ მთავრობას ხალხი ხმას აძლევდეს.

აქ ახსნა მარტივია, ამათ [ქართულმა ოცნებამ] დანერგეს ირაციონალური შიში. ესაა ადამიანების მანიპულირების სტანდარტული სახელმძღვანელო, ამ თავისი განცხადებებით დანერგეს ირაციონალური შიში. სლოგანები, რაც აქვთ - "ომი თუ თავისუფლება"...

ამბობს მთავარი არხის ეთერში, გადაცემა მთავარ აქცენტებში მეცნიერი გია დვალი.

კომენტარები