შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ბუჩაში დაატრიალეს. ეს არის ჩვენ თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები. ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია, რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლაც, უკრაინაში და იგივეს გააკეთებენ ხვალ, სხვაგან. თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან. უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას. ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მეუფე მელქისედეკი: თუ დღეს ბოროტების მანქანა უკრაინაში არ შეჩერდება, ხვალ ჩვენი რიგი დადგება
tbl.ge/5xzi
დაკოპირდა

რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიბუჩამეუფე მელქისედეკ ხაჩიძემეუფე მელქისედეკი
ამავე თემაზე
- პესკოვი: ომის დამთავრება დღესვე შეიძლება, თუ ზელენსკი ჯარებს რუსეთის ტერიტორიიდან გაიყვანს
- რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
- კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
- ბუდანოვი: ზელენსკიმ დაგვავალა, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ვცადოთ
- მედია: ეკონომიკური უწყებები პუტინს ომის ხარჯების სიმძიმეზე აფრთხილებენ




