გალერი: საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, დგანან უკრაინის გვერდით, თუ ეხმარებიან რუსეთს

საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადება გვჭირდება, თუ რომელ მხარეს არიან ისინი: დგანან უკრაინისა და ევროკავშირის გვერდით, თუ ფარულად ეხმარებიან პუტინის რეჟიმს. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენთან არიან. ვიმედოვნებ, უკრაინის დაზვერვის ბრალდება, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მცდარია.

წერს ტვიტერზე გერმანელი ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი. უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

კომენტარები