რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებას მოუწია NATO-ზე უარის თქმა – წარმოიდგინეთ, სასტარტო შეთავაზებად

ყველა თვალსაზრისით ზიანი, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა NATO-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება. სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ, რუსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, შესაბამისად, სახეზეა ეს მოცემულობა, რაც სამწუხაროა ჩვენთვის. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი ავარდითო ჩვენს ქვეყანას.

გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე დღეს არ არის დასჯილი და დაჩაგრული, ეს არის უკრაინა. ამით ისინი ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი განზრახვა. ეს განზრახვა არის ერთადერთი – რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი სინამდვილეს. ვითარება ძალიან მძიმეა უკრაინაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციონერზე საუბრისას კობახიძე ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას გულისხმობდა. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში კიევის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი პუნქტი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ალიანსებში გაწევრიანებაზე უარის თქა იყო.

კომენტარები