აფეთქება ბაქოში

ბაქოში ღამის კლუბში აფეთქება მოხდა – დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი

აზერბაიჯანში, ბაქოს ღამის კლუბში აფეთქება მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები კლუბის ტერიტორია ნანგრევებისგან გაათავისუფლეს - ნანგრევებში დაშავებული ადამიანები მოყვნენ. 

კლუბში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. საქმეზე გამოიება დაიწყო. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 31 ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პარვიზ აბუბეკიროვმა თქვა, რომ 24 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი - მათი უმეტესობა დამწვრობით.

სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, მეხანძრეები ქალაქის ცენტრში ადგილობრივი დროით 03:00 საათზე გამოიძახეს და მათ ხანძარი გავრცელებამდე ჩააქრეს.

კომენტარები