რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ივანკა ტრამპი: უკრაინაში სამედიცინო მარაგების კიდევ 4 სატვირთო თვითმფრინავი გაიგზავნება

დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის თქმით, პოლონეთის გავლით უკრაინაში სამედიცინო დახმარებით კიდევ 4 სატვირთო თვითმფრინავი გაიგზავნება. ივანკა ტრამპი სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად აქტიურადაა ჩართული უკრაინის მოქალაქეების დახმარების კამპანიაში.

"პატივია, რომ პოლონეთის გავლით უკრაინაში კრიტიკული მნიშვნელობის სამედიცინო დამხმარების გაგზავნის ხელშეწყობა მთხოვეს. დახმარების დანრჩენილი ნაწილი, რომელიც C-130 Hercules-ის ტიპის 4 სატვირთო თვითმფრინავის გასავსებადაა საკმარისი, მალე გაიგზავნება. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც პროცესშია ჩართული" - წერს ივანკა ტრამპი Twitter-ზე.

კამპანიის ფარგლებში, უკრაინასა და პოლონეთს მიეწოდებათ ისეთი სამედიცინო აღჭურვილობა, როგორიცაა პაციენტზე დასაკვირვებელი მონიტორები, დეფიბლირატორები, ნებულაიზერები და ელექტროკარდიოგრაფები. ასევე, პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნაკრებები, სახვევები, დამწვრობის სამკურნალო ნაკრებები და სხვა.

პირველი სატვირთო თვითმფრინავი ერთი კვირის წინ გაფრინდა პოლონეთში, ხოლო ტრამპი კომპანიებს დანარჩენი თვითმფრინავების დატვირთის ორგანიზებაში ეხმარება.

სამედიცინო მარაგებით დახმარების იდეა გაეროში პოლონეთის ელჩს, კშიშტოფ შჩერსკის გაუჩნდა, რომელმაც ივანკა ტრამპს უთხრა, რომ გარდა საკვების საჭიროებისა, უკრაინას ძალიან სჭირდებოდა სამედიცინო ინვენტარი.

ივანკა ტრამპის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კამპანიას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გამოეხმაურა.

"უკრაინისთვის სამედიცინო დახმარების ორგანიზების თაობაზე პოლონეთის პრეზიდენტის მეუღლის მიმართვაზე სწრაფი რეაგირების წყალობით, აშშ-დან მიღებულმა შემოწირულობებმა უკვე მიაღწია უკრაინის საავადმყოფოებამდე და ასევე იმ პოლონურ დაწესებულებთანაც, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს იღებენ." - წერს დუდა Twitter-ზე.

დახმარების დონორთა სიაში მთავარ ორგანიზატორად მითითებულია ივანკა ტრამპი. ასევე, მითითებული არიან ტენესის გუბერნატორი ბილ ლი, ყოფილი სენატორი ბილ ფრისტი, ბრედ სმიტი, რეიჩელ კრედოკი და სხვები.

კომენტარები