რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $300 მლნ-ის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარება

Reuters

აშშ უკრაინას დამატებით $300 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის

დახმარების პაკეტი ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის სათვალეებს, ტყვიამფრქვევებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.

თავდაცვის დეპარტამენთის განცხადებაში ნათქვამია, რომ "დახმარების ახალი პაკეტი ასახავს აშშ-სა და უკრაინას შორის კონტრაქტის დასაწყისს, რათა გაზარდონ უკრაინული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები".

ასევე, გუშინ, პირველ აპრილს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთისა და ბელარუსის 120 სუბიექტს თავდაცვის, აერონავტიკისა და საზღვაო სექტორში, სანქციები დაუწესა.

"ვლადიმირ პუტინის უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილებამ რუსეთის ეკონომიკა იზოლაციაში მოაქცია და ეს სანქციები კიდევ უფრო გააძლიერებს პროცესს". - ამბობს ვაჭრობის მდივანი, ჯინა რაიმონდო.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები