საქართველო-ლიტვა

ლიტვა: საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ

პირველი არხი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერის გვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმს გამოეხმაურა. ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თაობაზე ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი იქნება არაკანონიერი და იურიდიული ძალის არმქონე. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.". - წერია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ 30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – ამბობს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

კომენტარები