უკრაინა-საქართველო

ზალკალიანი: ბევრმა ქვეყანამ იმდენი ვერ გააკეთა უკრაინის დასახმარებლად, რამდენიც საქართველომ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. ჩვენი ნაბიჯები, რომელიც გადავდგით უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, მართლაც უპრეცენდენტოა. არ დავიღლები იმის ჩამოთვლით, რაც გააკეთა საქართველომ და ბევრმა ქვეყანამ იმდენი ვერ გააკეთა, რაც საქართველომ გააკეთა უკრაინის პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით. იგივე გაეროს რეზოლუციები, რომლის თანასპონსორებიც ჩვენ ვიყავით, იგივე ინიცირება სისხლის სამართლის სასამართლოში, ჰააგაში, ომის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით თანადგომა და საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ყოფნა, ჩვენი შეერთება ლუგანსკისა და დონეცკის სანქციებთან მიმართებაში, რომელიც ევროკავშირმა შემოიღო და ასე და ასე შემდეგ. ეს ჩვენი მხრიდან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია.

ასე გამოეხმაურა TV იმედის ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევას.

კომენტარები