რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება ბელგოროდში უკრაინის იერიშზე: ვერც ვადასტურებ, ვერც უარვყოფ

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, იგი ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს უკრაინის სავარაუდო მონაწილეობას ბელგოროდში საწვავის საცავზე თავდასხმაში. 

"მე არ შემიძლია დავადასტურო, ან უარვყო, რომ ამაში უკრაინა იყო ჩართული, რადგან ამასთან დაკავშირებულ სამხედრო ინფორმაციას არ ვფლობ". - ამბობს დმიტრო კულება.

რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები. 

კომენტარები