რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება მთელი მსოფლიოს პრობლემაა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"შავ ზღვას NATO-სთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვყავს სამი წევრი სახელმწიფო, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვთ – თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ასევე ალიანსის პარტნიორები, უკრაინა და საქართველო. ყველა ამ ქვეყანას შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს. შესაბამისად შავი ზღვას NATO-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შავი ზღვა და უკრაინის ნავსადგურები უმნიშვნელოვანესია მარცვლეულისა და საკვების ექსპორტისთვის დანარჩენ მსოფლიოში. შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში სურსათის ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ეს ბლოკადა დასრულდეს და უკრაინას მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპორტის საშუალება აღუდგეს, რათა გამოკვებოს ხალხი და შეამციროს საკვების ფასები მსოფლიოში". - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს წევრები ყურადღებით აკვირდებიან შავ ზღვაში შექმნილ სიტუაციას.

კომენტარები