აშშ-ირანი

აშშ-მ ირანის ბალისტიკური რაკეტის პროგრამაში ჩართულ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ირანის ბალისტიკური რაკეტები, 2019 წელი

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ბალისტიკური რაკეტის პროგრამაში ჩართულ მნიშვნელოვან პირებს პერსონალური სანქციები დაუწესა.

სანქციების დაწესება აშშ-მ რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ გადაწყვიტა. 

ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში აშშ-ს საკონსულოს მიმართულებით, სულ მცირე, 12 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. Reuters-თან საუბრისას აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ირანი იდგა.

პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ახორციელებენ.

სანქცირებულთა შორის მოხვდა ირანელი მეწარმე, მოჰამად ალი ჰოსეინი, რომლის კომპანიებიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ბალისტიკური რაკეტების კვლევისა და განვითარებისთვის შესაბამისი რესურსების შესყიდვას აფინანსებდა.

კომენტარები