უკრაინა-საქართველო

ხელაშვილი: ელჩის გაწვევას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამ აჩვენა, რომ ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური, დილომატიური საქმე, რომელზეც ჩვენ არ ვართ რაიმე ფორმით უფლებამოსილი, არ არის მიღებული, რომ ახლა კომენტარები ვაკეთოთ, შიგნით რა და როგორ ხდება.

თუმცა, ვფიქრობ, ამ გაწვევას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან, ვინაიდან, საქართველო იყო, არის და იქნება უკრაინის ყველაზე უფრო მხარდამჭერი ქვეყანა

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა და თქვა, რომ "არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური".

კომენტარები