საქართველო-უკრაინა

დავითულიანი ელჩის გაწვევაზე: საქართველოსთან შედარებით არაფერს აკეთებენ რიგი ქვეყნები

[როცა] საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ მთელი რიგი ქვეყნები, და საქართველო, მართლა რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია [ელჩის გაწვევა], თუმცა, სიღრმეში არ შევალ, რადგან ეს ადამიანი ახლა იმყოფება ომში, მჯერა, უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება რომ ამ რაღაც გაუგებრობებზე და ჩემი აზრით უსამართლო ნაბიჯებზე მერე ვისაუბროთ

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა და თქვა, რომ "არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური".

კომენტარები