ოკუპირებული ცხინვალი

სააკაშვილი ე.წ. რეფერენდუმზე: ხელისუფლებას ეგონა, თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა

ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.

შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე ეხმიანება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმს რომელიც შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

კომენტარები