ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატი: დღეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი ჰყავს

აქ ითქვა, რომ საქართველო აპირებდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ფართო აგრესია და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები. მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში საკადრის პასუხს გასცემენ ნებისმიერ აგრესორს. ხოლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით ართმევს თავს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები