ჩვენ გვახსოვს გაბედული და თამამი გადაწყვეტილებები 90-იან წლების დასაწყისიდან მოყოლებული. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ მეორე დღეს როგორ დაიწყო სამოქალაქო ომი, 2 წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80 პროცენტი და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის იმის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეგიძლია მიგიყვანოს. სხვა ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული 90-ან წლებში და მომდევნო დეკადაში და ჩვენ ვამბობთ რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება ქართული ოცნებისთვის, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის - პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლიტიკის შედეგი.
ქართული ოცნება
კობახიძე: გახსოვთ, არ შევიდა საქართველო დსთ-ში და შემდეგ, მეორე დღეს დაიწყო სამოქალაქო ომი
tbl.ge/5xmc
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 25 მარტს, POST TV-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




