როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა "წარმატებით" ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო.
ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ.





