რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ქალაქ რუბეჟნოეში სახლი დაბომბეს - დაიღუპა 1 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი რუბეჟნოე დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სახლი. აგრეთვე, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"დილიდან სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ. რუსებმა ქალაქ რუბეჟნოეში კვლავ ცეცხლი გახსნეს. დაზიანდა სახლი და დაიღუპა 1 ადამიანი. ასევე, დაიჭრა 1 პირი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე დგინდება". - წერს გაიდაი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები