ჩვენი სამხედროები ტყვეობაში მყოფთა სიებს ადგენენ. არ ვიცი ისინი თუ აინტერესებთ. მგონია, რომ პოლიტიკოსებს დიდად არ აინტერესებთ. უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსულ მხარეს ეს სიები დასჭირდება.
[...] რუსეთმა ჯერ უარი გვითხრა, შემდეგ ტომრები შემოგვთავაზა [დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადასაცემად]. ეს ყველაფერი ასეა. იცით, ასე ადამიანები ძაღლის ან კატის სიკვდილის შემთხვევაშიც არ იქცევიან. ეს ნაგვის ტომრებია, ამას გვთავაზობდნენ. არ მესმის რას ფიქრობს ეს ხალხი, რას ფიქრობენ მათი მშობლები, შვილები. ეს ხომ პირუტყვი არ არის. რატომ არის ეს საშინელება? იმიტომ, რომ თუ საკუთარი ხახლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორი დამოკიდებულება ექნებათ სხვა ყველას მიმართ? და ჩვენ ნამდვილად არ ვართ რუსეთის ხელისუფლების "მეგობრები".





