რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კიევში დაბომბვისას გამოცემა THE INSIDER-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა გარდაიცვალა

Afisha

კიევში ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა გარდაიცვალა. რეპორტიორი გამოცემა The Insider-ისთვის კიევში, დაბომბვით დანგრეულ პოდოლის რაიონში ფოტოებს იღებდა. რუსმა ოკუპანტებმა უბანი ხელმეორედ, რაკეტებით დაბომბეს, ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა.

"ის რუსი სამხედროების დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობებს უღებდა ფოტოებს და ხელმეორე დაბომბვისას დაიღუპა. მასთან ერთად კიდევ ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ბაულინას თანხმლები ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გამოცემა უსამძიმრებს ოქსანას ოჯახის წევრებსა და მეგობრებს". – წერია The Insider-ის განცხადებაში.

ბაულინა რუსი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტია, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიაპროექტში Вот так და ალექსეი ნავალნის ორგანიზაციაში ФБК, მას შემდეგ რაც რუსეთის მთავრობამ ФБК-ს ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა, დატოვა რუსეთი. ბაულინამ უკრაინის ომის შესახებ Insider-ისთვის ორი რეპორტაჟის გაკეთება მოასწრო.

 

კომენტარები