რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ურსულა ფონ დერ ლეინი: თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა

[...] დაბომბვისა და ალყის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ასევე შემაძრწუნებელია. ახალი საკვები გახდა ფუფუნება, საავადმყოფოებს და აფთიაქებს წამლები უთავდებათ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და ამ დრომდე, ყოველ დღე ათასობით უკრაინელი ქუჩაში გამოდის რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ თავიანთ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების სახეების წინ, ეს არ შეწყვეტილა, როდესაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან – თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა. უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა. ყველა ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს, ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი.

თქვა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები