ჩვენ რამდენიმე შესაძლებლობა გვაქვს, რომ ელექტროენერგია შემოვიტანოთ, ესენია: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რა თქმა უნდა, რუსეთი. ყოველთვის, მათ შორის ჩემი მინისტრობის დროსაც, ელექტროენერგიის შემოტანა ხდებოდა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საუკეთესო ფასს სთავაზობდნენ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ახლაც იმ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, რომელიც მისაღებია ჩვენთვის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ელექტროენერგიის გადასახადს იხდის საქართველოს მოსახლეობა.
საქართველოს ელექტროსისტემა