SATC

AND JUST LIKE THAT-ს მეორე სეზონი ექნება

CNN

სერიალ And Just Like That-ს მეორე სეზონი ექნება. ინფორმაციას სტრიმინგის სერვისი HBO ავრცელებს. 

"მოხარული და აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ ცოცხალი და თამამი პერსონაჟების ისტორია გაგრძელდება. ყველანი აღფრთოვანებულები ვართ". – ამბობს აღმასრულებელი პროდიუსერი, მაიკლ პატრიკ კინგი.

And Just Like That-ის პირველი სეზონი მიმდინარე წლის თებერვალში გამოვიდა. შოუმ შერეული შეფასებები მიიღო, მაგრამ მთლიანობაში კარგი რეიტინგი აჩვენა.

And Just Like That ლეგენდარული სერიალის, Sex and The City-ს გაგრძელებაა. გაგრძელებაში ნაცნობ როლებს მსახიობები სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი დაუბრუნდნენ. 

კომენტარები