კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: გადაიარა ომიკრონის ტალღამ, იმუნური ფენა გაჩნდა, დატვირთვა მინიმალური გვაქვს

დატვირთვა ძალიან მინიმალური გვაქვს, 1 000-ზე ნაკლებია პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტალში, გარდაცვალებაც იკლებს, რაც იმედის მომცემია... გადაიარა, ომიკრონის ტალღამ ჩაიარა, იმუნური ფენა გაჩნდა. ომიკრონის შტამი დელტასთან შედარებით მსუბუქი იყო, მაგრამ გარდაცვლაების ის შემთხვევები, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა, ომიკრონით იყო გამოწვეული – არც მთლად უწყინარი შტამი არ იყო. ევროპის ქვეყნებში კი იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი, მაგრამ მთავარი არის, რომ არ იმატებს არც ჰოსპიტალიზაცია და არც გარდაცვალების შემთხვევები.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას.

კომენტარები