საქართველო-რუსეთი

რას აკეთებს კრემლი – QR პოსტერები თბილისის ქუჩებში რუსეთის მოქალაქეებისთვის

თავისუფალი უნივერსიტეტი / Facebook

თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატები გამოჩნდა QR კოდით, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს "სთავაზობს", სინამდვილეში კი QR კოდის დასკანერების შემდეგ რუსულ და ინგლისურ ენაზე რუსეთის აგრესიის შესახებ ინფორმაცია ჩნდება.

ინიციატივა 6 მეგობარს ეკუთვნის, რომელთაგან 5 თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტი და კურსდამთავრებულია.

ინიციატივის მიზანი უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანებისთვის სიმართლის გაცნობაა.

"მაგალითად, ერთ-ერთ პლაკატს აწერია ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ და რომ ფასდაკლებისთვის უნდა დაასკანერონ კოდი. კოდის დასკანერების შემდეგ კი, იხსნება ვიდეო, რომელშიც ასახულია უკრაინელი ატირებული ბავშვი, რომელიც უსახლკაროდ დარჩა. ერთ-ერთი პლაკატი "სთავაზობს" საუკეთესო ტურებს საქართველოში და პლაკატს აწერია, რომ პირველი უფასო ტურის მისაღებად საჭიროა დასკანერება. კოდის დასკანერების შემდეგ კი, ჩანს აფხაზეთის ომის დროს გადაღებული კადრები ჩნდება". – ნათქვამია ავტორების განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები