რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNHCR: უკრაინა 3.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკრაინელები ტოვებენ ქალაქ ირპინს. 6 მარტი, 2022
REUTERS/Carlos Barria

22 მარტს, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინა, დაახლოებით, 3 528 346 ადამიანმა დატოვა -  2 მილიონზე მეტმა თავი პოლონეთს შეაფარა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები