საბჭოთა დისიდენტი

საბჭოთა დისიდენტი მწერალი, იუზ ალეშკოვსკი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბჭოთა დისიდენტი მწერალი, იუზ ალეშკოვსკი 92 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება შვილზე, ალექსეი ალეშკოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც მწერლის ვაჟი წერს, ალეშკოვსკი ფლორიდას შტატში გარდაიცვალა. 

იუზ ალეშკოვსკის 1949 წელს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მანქანის გატაცების გამო. ციხეში გატარებული დრო ალეშკოვსკიმ საბჭოთა ციხეში მიღებული გამოცდილების სიმღერებად და წიგნებად ქცევას მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ციხეების შესახებ დაწერილი მისი ნაწარმოებების ოფიციალურად გავრცელება არ შეიძლებოდა, ის მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა, ხალხმა ავტორი არ იცოდა. მოგვიანებით ალეშკოვსკი ცნობილი გახდა საბავშვო წიგნებით, ისევე, როგორც თინეიჯერებისთვის შექმნილი ფილმების სცენარებით. 

მას შემდეგ, რაც გულაგის შესახებ დაწერილი წიგნები იატაკქვეშა გამომცემლობამ გამოსცა, ალეშკოვსკი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო ჯერ ავსტრიაში, მოგვიანებით კი შეერთებულ შტატებში. 

კომენტარები