საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: დეზინფორმაციაა, თითქოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება

საქართველოს წინააღმდეგ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებისთვის მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ერთერთი, მათ შორის, გახლავთ ეს ინფორმაცია. აქამდე იყო, თითქოს, რუსული სკოლების თუ სექტორების [აღდგენაზე] პარლამენტი რაღაც კანონს განიხილავდა, რაც იყო აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია. ასევე, დღეს ვნახეთ, თითქოს მოქალაქეებობის შესახებ კანონში რაღაც ცვლილებები განიხილება, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია.

აქ ერთადერთი რამეა, აქ უნდა დავსვათ ყველამ კითხვა - ვინ და რატომ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას? ამ დეზინფორმაციის ერთადერთი მიზანი არის, რომ მოხდეს სახელმწიფო ინსტიტურების დისკრედიტირება, ამ შემთხვევაში პარლამენტის, თითქოს, ამ მდგომარეობაში განიხილავს ასეთ საკითხებს. დავსვათ კითხვა - ვის აწყობს ეს ყველაფერი?

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტი საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებას გეგმავს.

კომენტარები