რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: გერმანელებო, ნუ აფინანსებთ რუსეთის ომის მანქანას, უარი თქვით ენერგორესურსებზე

გერმანელებო, თქვენ გაქვთ ძალა. ევროპას აქვს ძალა. იმაზე უფრო დიდი ძალა, ვიდრე ნებისმიერ რაკეტას. თქვენთან ვაჭრობის, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს არ ექნება ფული ამ ომის დასაფინანსებლად. 

ჩვენ გავაფრთხილეთ თქვენი პოლიტიკოსები, რომ სახიფათოა, როდესაც მოსკოვი წყვეტს, გექნებათ თუ არა გაზი. ჩვენ ვთქვით, რომ სანქციები საჭირო იყო, რათა ეს ომი არ დაწყებულიყო. [...] გთხოვთ, ნუ აფინანსებთ რუსეთის ომის მანქანას. ოკუპანტებს არცერთი ევრო არ უნდა მისცეთ. დახურეთ მათთვის ყველა პორტი, არ მიაწოდოთ საქონელი, უარი თქვით რუსეთის ენერგორესურსებზე. მოახდინეთ ზეწოლა რუსეთზე, რომ უკრაინა დატოვოს. მე მჯერა, რომ მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა იმოქმედოთ, ყველამ გერმანიაში, ყველამ ევროპაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოსახლეობას მიმართა.

კომენტარები