რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას უჩერებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყანაში იმ რუსეთთან მოკავშირე პარტიების საქმიანობას აჩერებს. 

"პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში".- ამბობს ზელენსკი. 

უკრიანაში საქმიანობის უფლება შეუჩერდათ: მემარცხენე ძალების კავშირი, ჩვენები, მემარცხენე ოპოზიცია, სოციალისტების პარტია, ვლადიმირ სალდოს ბლოკი, პროგრესულ-სოციალისტური პარტია, პარტია-ძალაუფლება, პარტია-სიცოცხლისთვის, შარიას პარტია, სოციალისტები. 

 

 

კომენტარები