რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კაჭკაჭიშვილი: ოპორტუნიზმი უკრაინის "ზიგზაგური" მხარდაჭერაა, ამას არავინ დაუფასებს მთავრობას

გრიგოლ ვაშაძე ამბობს გრიგოლიასთან ინტერვიუში, საქართველოს ხელისუფლებამ საქმით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკრაინელების მხარდასაჭერად (მაგალითად, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გაეროში მხარი დაუჭირა), ისაა მხოლოდ ხინჯი - რიტორიკა არ უვარგათო, სიტყვიერად ვერ გამოხატავენ მხარდაჭერასო.

აქ დასაზუსტებელია, სულ მცირე, ორი რამ:

1. ოპორტუნიზმი სწორედ ესაა - "ზიგზაგური" მხარდაჭერა ("აქ" - უჭერ მხარს, "იქ" -არა). ასეთ მხარდაჭერას, საბოლოო ჯამში, არავინ დაუფასებს საქართველოს ხელისუფლებას: არც უკრაინა (დასავლეთთან ერთად) და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც რუსეთი.

2. გაეროში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემას ზეწოლის ლამის უალტერნატივო ფონი ჰქონდა - ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის პროუკრაინული ნება. უკრაინასთან მიმართებით "საშინაო" გადაწყვეტილებებში, როდესაც პასუხისმგებლობა არსებითად საქართველოს მთავრობაზე ჰკიდია, მთავრობას კაპიტულანტური პოზიცია უკავია.

ასეთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში საქართველოს მოეთხოვება მტკიცე თანმიმდევრულობა, რათა უპრეცედენტო დასავლური კოალიციის მიღმა არ აღმოვჩნდეთ.

წერს Facebook-ზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები