რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უზბეკეთმა ომში ჩართულ მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულაზიზ კომილოვმა სენატში გამოსვლისას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და ომში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. 

"სიტუაცია უკრაინის გარშემო უზბეკეთისთვის დიდ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობასა და კონფლიქტის დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით გადაწყვეტას. ამისთვის, აუცილებელია, პირველ რიგში, სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შეწყვეტა". – თქვა კომილოვმა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები