რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, პუტინმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ის ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომ პუტინმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. 

"ხალხის სულისკვეთების გასატეხად მათ გააძლიერეს დაბომბვა. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. მე ვეთანხმები მის ნათქვამს. მიზანმიმართულად სამოქალაქო პირების ხოცვა სამხედრო დანაშაულია". - თქვა ბლინკენმა. 

გუშინ, 16 მარტს  ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ომის დამნაშავე" პირველად უწოდა

კომენტარები