ელჩის გაწვევა ფიზიკურ წასვლას კიარ გულისხმობს აუცილებლად, ეს არის დიპლომატიური ჟესტი, ახლა უკრაინაში ომია, შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ელჩის გაწვევისას ის ფიზიკურად წასულიყო, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე არის პროტესტი, რომ რასაც აკეთებ ჩვენი ურთიერთობიდან იმდენად დიდი გადახვევა არის, რომ დროებით ელჩს ვთიშავ დიპლომატიური პროცესებიდან, ნორმალურ პირობებში ელჩი შესაძლოა ფიზიკურად წასულიყო, ამ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომია საერთოდ არაფერ შუაშია ფიზიკურად გასვლა ქვეყნიდან და უკრაინაში დაბრუნება, ეს არ ცვლის დიპლომატიურ ენაში იმას, რაც მოხდა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია: ელჩის გაწვევა აუცილებლად ფიზიკურ წასვლას არ გულისხმობს, ესაა დიპლომატიური ჟესტი
tbl.ge/5wv4
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის 1 მარტს გაიწვია. 14 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ იგორ დოლგოვი საქართველოშია. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მისი ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს საქართველო არ დაუტოვებია.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიომი უკრაინაშიუკრაინის საელჩოუკრაინის ელჩი საქართველოშიგიგა ბოკერიაევროპული საქართველოქართული ოცნება
ამავე თემაზე
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
- უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
- ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა
- მაკრონის თქმით, უკრაინა ფრანგული იარაღის წარმოების ლიცენზიას მიიღებს




