ძალიან გული მწყდება, რომ ჩამოვიდა ჩემი შვილი, ახლა პირველად ვამბობ, მწყდება გული. ეს იყო დიდი შეცდომა მისი მხრიდან. რა მიიღო? რა მივიღეთ? უკრაინის სიყვარულში ნურავინ ნუ შემეჯიბრება, ძალიან კარგია, მაგრამ რას ნიშნავს ის, როცა ჩემი შვილსი სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება? უკაცრავად, რა ჰქვია ამას, ვერ გავიგე? რა მივიღეთ საბოლოოდ? რა ხდება? ეს უნდა მიეღო საზოგადოებისგან ჩემს შვილს? არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს არცერთ ამ შეთითხნილ საქმეს. ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი და ცდილობენ, რომ მოკლან როგორმე. აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც აქვთ გამოცდილება ასეთი დაავადების განკურნების.
მიხეილ სააკაშვილი
ალასანია: ჩემი შვილის ჩამოსვლა შეცდომა იყო, რას ნიშნავს, როცა მის ხსენებაზე სტვენა ტყდება?
tbl.ge/5wvt
დაკოპირდა

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაგიული ალასანიამიხეილ სააკაშვილის საქმესააკაშვილის პატიმრობა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




