რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან კოლაბორაციონიზმი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის ვიცესპიკერი, ალექსანდრე კორნიენკო ავრცელებს.

კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 111-1 მუხლი "თანამშრომლობითი საქმიანობა", რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აგრესორ სახელმწიფოსთან, მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან ან მის სამხედრო ან გასამხედროებულ ფორმირებებთან სამხედრო, პოლიტიკურ, საინფორმაციო სფეროში თანამშრომლობისთვის. 

სასჯელი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ თანამდებობებზე დაშვების შეზღუდვას.

კანონი ასევე იძლევა იმ პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციას საშუალებას, რომელთა უფლებამოსილი პირები მსჯავრდებულნი არიან კოლაბორაციონიზმისთვის. ეს ეხება იურიდიულ პირებსაც.

კოლაბორაციონიზმში მსჯავრდებულ პირებს ეკრძალებათ იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები, ოფიციალური დამკვირვებლები, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი, ადგილობრივი არჩევნების კანდიდატები და მსგავსი.

კომენტარები